10:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 14:54:09, 1982 ნახვა

ეკონომიკა
„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის

დღეს, GIPA-ს „ფრონტალინ კლუბ ჯორჯიაში" პროექტ  „ბიზნეს ამქარის" პრეზენტაცია, გაიმართა, რომელიც A2B (Academy to Business) მოდელზეა აგებული.

პროექტს GIPA და თიბისი ბანკი ერთობლივად განახორციელებენ.

ღონისძიების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა.

პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს აკადემიისა და ბიზნესის სექტორის გადაკვეთაში, რათა აკადემიურმა სექტორმა ხელშესახები სარგებელი მოუტანოს ბიზნესს. პროექტის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტები, ლექტორების მენტორობით, სხვადასხვა მომსახურებას  გაუწევენ თიბისი ბანკის პროექტ, სტარტაპერის პროგრამის მონაწილე კომპანიებს. მომსახურებების მენიუ მოიცავს კომპანიების ორგანიზაციული და მართველობითი სისტემების გამართვის, მარკეტინგის, ფინანსების, საოპერაციო საქმიანობის, კრეატიულ და სამართლებრივ საჭიროებებთან დაკავშირებულ (საერთო ჯამში 80-მდე) სერვისის გაწევას.  პროექტი, GIPA-ს საგანმანათლებლო პროგრამებში ინსტიტუციონალიზებულია, რომელიც ასევე ხდება პროექტ  სტარტაპერის ინტეგრირებული ნაწილი.

ხედვა: პროექტის ხედვაა, A2B (Academy to Business) მიდგომის გაფართოება და პროექტში სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობის ზრდა.

რატომაა საინტერესო: აღნიშნული ინიციატივა, თავის მასშტაბიდან გამომდინარე,  წარმოადგენს საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის პირველ სიღრმისეულ პრეცენდენტს საქართველოში.

 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics