10:20 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 19:43:24, 375 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა ინესე ლიბინა-ეგნერეს მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც ლატვია საქართველოს მიმართ გამოხატავს. 

უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
 ლატვიელმა სტუმარმა იმ საპარლამენტო ფორმატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც საქართველო საერთაშორისო დონეზე მონაწილეობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

„ვფიქრობ, ასეთი ტიპის ორმხრივი შეხვედრები კონფერენციების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ინიციატივაა იმისათვის, რომ უფრო ეფექტური, სისტემური ხასიათის და რეგულარული იყოს ჩვენი მეგობარი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერა ქართული სახელმწიფო ინტერესების მიმართ საერთაშორისო ფორმატებში. ამ შეხვედრის შედეგებს მალე ვნახავთ. ეს არის გაგრძელება შეხვედრების იმ სერიისა, რომელსაც ჩვენ ვმართავდით საპარლამენტო ფორმატებში. ქალბატონი ვიცე-სპიკერი ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის მეგობარია. ის სტრასბურგში მუდმივად იცავს საქართველოს ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ასევე იქნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობაში და მათ საკუთარ ფორმატებში, რომელიც ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics