11:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 12:30:40, 1115 ნახვა

კომენტარი
ბესელია: მიუღებელია, როდესაც იმ ადამიანებს ვისაც ვებრძოდით, ჩემი პარტიის შიგნით ვხედავ

„აქ გაიყო ჩვენი გზები, მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას,“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ბესელიას განმარტებით, ის არ ეთანხმებოდა პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომ კოჰაბიტაცია შემდგარიყო.

„როდესაც ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელნი იმ ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავ ჩემი პოლიტიკური პარტიის შიგნით, ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგის, პრობლემის გადაწყვეტის თუ მცდელობის რესურსი. მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რის ცდაც შემეძლო მე პირადად. არ ვარ ადამიანი, რომელიც ტოვებს იმას რასაც ქმნის, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, ის რაც შევქმენით, ის შორს არის იმ იდეალებისგან, რისთვისაც შევქმენით ეს პარტია", - აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. 

კითხვაზე - სთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მას გუნდში დარჩენა ბესელიამ არ უპასუხა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics