06:38 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 10:20:24, 615 ნახვა

რეგიონი
ე.წ „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა

ე.წ  „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, 6 თებერვალს საგანგებო ბრიფინგზე, გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებისთვის აშენდება საცხოვრებელი სახლები.

დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, სამშენებლოდოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სრულყოფილი სამშენებლო პროექტი დახარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა წარმოადგინოს.

ტენდერის პირობების მიხედვით, ე.წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა და პარკინგის სივრცე მოეწყობა.

აჭარის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად,სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღო.

დღეისათვის ე.წ. ოცნების ქალაქში საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სამუშაო ჯგუფი მოქალაქეებს შესაბამისკონსულტაციებს უწევს. ადგილზევე ხდება განცხადებების მიღება და მონაცემების დამუშავება.

ელექტრონული ტენდერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=294991&lang=ge&fbclid=IwAR0aVA0ktVx23Mtr4uq7B58LuR2uNkkHO6BILJZQ_PlnMU5-G75KDplJEgs

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics