11:04 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 21:10:03, 1206 ნახვა

კომენტარი
ბესელია - თუ კობახიძე ბოდიშს არ მოიხდის, მათგან იქნება უარყოფილი, ვისი დამსახურებითაც თანამდებობაზე დაინიშნა

„მე არ ვაპირებდი დღეს ამის თქმას და დავინდე ირაკლი კობახიძე დღესაც, მაგრამ, ის არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, თუ ირაკლი კობახიძე დღევანდელი განცხადების გამო, ბოდიშს არ მოიხდის, მათ მიერ იქნება უარყოფილი, ვისი დამსახურებითაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა.

„მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა. შეშინებული იყო დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც ვერ ბედავდა ხმა აემაღლებინა და ეთქვა, რომ არ შეიძლება იმ კომიტეტის სხდომის დანიშვნა და იმ 10 კაცის - სააკაშვილის ჯალათების. ვისაც სამართლიანობა მაშინ ახსენდება როცა ჭირდება, კონსტიტუციის ღირსება მაშინ უნდა დაგვეცვა შპარგალკები რომ მოდიოდა იმ მუხლებში, რომელიც მოსამართლეებს ეხება. კიდევ ვიმეორებ, პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, რაც მან დღეს აქ იკადრა, ან ის ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ის გახდა სწორედ ამ თანამდებობაზე გამწესებული. თუ მან არ იცის ეს რას ნიშნავს, ჩვენ ვაჩვენებთ როგორ ხდება. მე ამ ბრძოლას, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, გავაგრძელებ ბოლომდე იმ ხალხთან ერთად, ვისაც სჯერა ამის. ყველა ნახავთ შედეგს, რა იქნება საბოლოოდ. სამართლიანობის წინააღმდეგ ვერავინ ვერასოდეს ვერ წავა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics