2019-02-21 20:41:57, 1413 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია „სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმზე“ პარლამენტმა ჩააგდო
საქართველოს პარლამენტმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტს „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი არ დაუჭირა.
პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 16 კი წინააღმდეგი წავიდა.
მანამდე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია "საქართველოს პარტიოტების" თავმჯდომარის ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, რომელიც "მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის" პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას ითვალისწინებს, ახალი მუხლი დაემატება.
ინაშვილის განმარტებით, ახალი მუხლი "ქართული ოცნების" იმ წევრების დასჯის მოთხოვნას ითვალისწინებს, რომლებმაც რეზოლუციის პირვანდელ სახეს მხარი არ დაუჭირეს.
ავტორი: ,