10:19 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 18:07:01, 389 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: პროკურატურის შუამდგომლობას მივესალმები, მაგრამ ალასანიას რა უხარია და სად გაიმარჯვა ეგ ვერ გავიგე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის 5 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ  პატიმრობის  გირაოთი შეცვლის თაობაზე, პროკურატურის შუამდგომლობას მიესალმება.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კარგი იქნება, თუკი "თეთრი საყელოს“ დანაშაულისას დაპატიმრება არ იქნება გამოყენებული.

"დღეს უთქვამს კიდევ, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდაო, მე მატარებელში გავეცანი რაც მოხდა წავიკითხე, გადმომიგდეს SMS-ით, მად მოხდა ძალიან მარტივი თემა,  პროკურატურამ განაცხადა, რომ  ძიების პროცესი დაასრულა და არ თვლის საჭიროდ პატიმრობაში ყოფნას, სასამართლო პროცესი ძირითადი დაიწყება, სასამართლო გადაწყვეტს, მე მივესალმები პროკურატურის ამ  გადაწყვეტილებას, ოღონდაც ალასანიას რა უხარია აქ მე ვერ გავიგე, რა შუაშია, რა გაიმარჯვა და სად გაიმარჯვა, კარგი იქნება მომავლისთვის,  თუ კანონმდებლები მოახერხებენ, თუ არ არის მკვლელი და არ არის სახიფათო, წინაპატიმრობა არ მოითხოვოს პროკურატურამ, სანამ სასამართლო არ მიუსჯის. ამ მხრივ,  პროკურატურას კანონი არ დაურღვევია და მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ვალდებული არ იყო, ეს კეთილი ნებით გააცხადა დღეს, რაც წასახალისებელია პროკურატურის მხრიდან და ძალიან კარგი იყო. პროკურატურის კარგი ინიციატივაა. კარგი იქნება, თუ კანონმდებლები დააჩქრებენ და მომავლისთვის თეთრი საყელოს პრინციპს კანონი დაარეგულირებს. დღემდე პროკურატურას არავითარ კანონი არ დაურღვევია. ისევ ვიმეორებ, ალასანიას რა უხარია ვერ გავიგე, ისევ ცდილობს დაბნეულობაში შეიყვანოს საზოგადოება",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics