|
2019-02-20 11:45:28, 1309 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი: ბიზნესექტორთან თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე, დაგეგმილი აქტივობები და ახალი რეგულაციები განიხილეს. „ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. სამინისტროს მანდატი ბევრ მიმართულებას მოიცავს, შესაბამისად, კითხვები რომლებიც ბიზნეს აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ახალი ეტიკეტირების წესი, რომელიც სურსათთან დაკავშირებით მომხმარებლის მაქსიმალურად ინფორმირებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე, რაც პლასტიკის პარკების აკრძალვას ეხება. მონაწილეებმა სურსათის ეტიკეტირების წესთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციაზეც იმსჯელეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის შედეგები, რომლებიც გასულ წელს დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროექტებთან მიმართებაში. ასევე, აქტუალური იყო ის საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულო ხდება. ინფორმაცია მოვისმინეთ იმ ახალი ინიციატივებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც სამინისტროს აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიოწარმოების ხელშეწყობა, რაც აქტუალურია მთელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში კონკრეტული პროგრამა შემუშავდა აღნიშნული მიმართულებით“, - განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა მელაძემ. შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის პროგრამის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენელების შეკითხვებს უპასუხა.
(NS)
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)