|
2019-02-19 14:15:34, 1509 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას
„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, 2018 წელს პირველად დაფიქსირდა, როცა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას და მისმა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8 პროცენტი შეადგინა, რაც, მიქაბაძის შეფასებით, ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდაზე მიუთითებს. „უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია სტაბილურმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ფიქსირდება რეგიონში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ფონზე. მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობის დონემ ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ის შემცირდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, მამაკაცებში უმუშევრობის დონე შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 13.9% შეადგინა, ხოლო ქალებში - 1.5 პროცენტული პუნქტით და 11.2 პროცენტი შეადგინა. ზოგადად, 2018 წელს უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 30.7 ათასით და 245.7 ათასი შეადგინა. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 12.4 ათასით და 1694.2 ათასი შეადგინა. „დასაქმებულთა რაოდენობის მცირედი შემცირება განპირობებულია თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი მნიშვნელოვნად - 35.9 ათასით არის გაზრდილი და 860.2 ათასს შეადგენს. თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 48.2 ათასით და 833.4 ათასი შეადგინა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)