09:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 18:54:03, 1516 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.

მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, კერძო სექტორის (მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის) ხელშეწყობის, DCFTA-ის აღმოსავლეთის ინიციატივისა და InnovFin-ის ინსტრუმენტების გამოყენებით, ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტების მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საუბარი, ასევე, შეეხო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელზეც მიიმართება ბანკის მიერ გამოყოფილი ახალი, 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. როგორც აღინიშნა, ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელშეწყობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. 

აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ხვალ, 19 თებერვალს გაიმართება.   

დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics