|
2015-01-22 11:21:10, 3898 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ესპანეთის სამხედრო ბაზა მოინახულა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ბაზას ესტუმრა. უწყების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილში საქართველოს თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს მასპინძლობა ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ხოსე კონდე დე არხონამ გაუწია. სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი გიგა ბაბუნაშვილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სხვა წევრები. ქართველ სტუმრებს ბრიგადის გენერალმა ხოსე კონდე დე არხონამ ბრიგადის სტრუქტურის, შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის მიერ ჩატარებული მისიების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დელეგაციის სტუმრებთან ერთად, ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამხედრო ნაწილში მიმდინარე წვრთნას დაესწრო. მინდია ჯანელიძე ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმშიც იმყოფებოდა, სადაც ძველი ესპანური სამხედრო შეიარაღება, აღჭურვილობა და დროშები დაათვალიერა. სამხედრო ბაზაზე სტუმრობის ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა საპატიო წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ბრიგადის გენერალს ხოსე კონდე დე არხონას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)