|
2019-02-18 15:35:32, 893 ნახვა
საზოგადოება
იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" და საქართველოს პროკურატურა ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობას განაგრძობენ. პროექტის - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისათვის“ ფარგლებში, იმიტირებული პროცესები ამჯერად ქალაქ ქუთაისში ჩატარდა, რომელშიც N17-ე, N21-ე და N24-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს პროკურატურის აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მიმდინარეობდა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებმა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე რამდენიმედღიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს. შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკის შესახებ. სკოლის მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი და ადგილობრივი პროკურორები შეხვდნენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი - მოსწავლეებს პრაქტიკული სასამართლო უნარ-ჩვევების ტრენინგები ჩაუტარდათ, რომლებსაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ თათელიშვილი და დიანა წიქორაძე ხელმძღვანელობდნენ. პროექტში ნაფიც-მსაჯულებად ქალაქ ქუთაისის N24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ქუთაისის ამერიკულ კუთხეში მათ ჩაუტარდათ შეხვედრა, სადაც მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ნაფიც-მსაჯულთა უფლებების და მოვალეობების შესახებ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დასკვნით ეტაპზე, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი, ასევე, საუკეთესო ინდივიდუალური მონაწილე - „საუკეთესო პროკურორი" და „საუკეთესო ადვოკატი" დასახელდნენ. კონკურსში ქუთაისის N21-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური თასი, სერტიფიკატები, მედლები და ქუთაისის ამერიკული კუთხისგან სასაჩუქრე წიგნის ვაუჩერები გადაეცათ. ღონისძიებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“, საქართველოს პროკურატურის, ქუთაისის ამერიკული კუთხის და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და ამ პროექტის მთავარი მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებში ხელი შეუწყოს სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მართლმსაჯულების და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
(NS)
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)