03:02 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 11:34:59, 897 ნახვა

საზოგადოება
მეუფე დანიელი: მარგეველაშვილმა დეკანოზის შეწყალება ითხოვა, საპატრიარქო თანახმა იყო, ხელისუფლებამ თავი შეიკავა

მარგეველაშვილმა ითხოვა დეკანოზ მამალაძის შეწყალება, საპატრიარქო თანახმა იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა.

მეუფე დანიელი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მხარდამჭერებს ვერ აკონტროლებს.

„დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრული არიან და შეიძლება ეს არ არის ყოველთვის მისი სურვილი, ის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც ხდება მისი გარემოცვისგან იმიტომ, რომ ის ფაქტიურად ციხეშია და ეს ადამიანები მოქმედებენ და მე მგონი, მათ მოქმედებაში არის ელემენტარული შეცდომები

ჩემი და ეკლესიის პოზიცია ასეთია - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა. რასაკვირველია, ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა, შეიძლება, ზუსტი არ არის“, - აღნიშნა მეუფე დანიელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics