12:44 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-17 14:54:48, 1428 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - საქართველო ბუნებრივად არის რეგიონული ცენტრი

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 6 ქვეყნისთვის კარიბჭეს წარმოადგენს.

"საქართველოს აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ლოგისტიკურ კონტექსტში. ჩვენ ვართ ერთი სარტყელისა და გზის ინიციატივის მონაწილე. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ჩინეთთან. ეს ქვეყანა უკვე ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ვხედავთ, რომ ვაჭრობა ვითარდება და იზრდება თურქეთსა და ჩინეთს შორის, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ამდენად, თუ რუკას შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ის ხელს შეუწყობს ამ მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ჩვენ ამ კონტექსტში მხოლოდ ძალიან კარგ შესაძლებლობებს ვხედავთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და  ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics