11:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 19:38:24, 1232 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, მიუნხენს 15-17 თებერვალს ეწვევა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა რამდენიმე თემატურ დისკუსიაზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ნატოს უკავშირდება.

ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის კოლეგებთან და კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფებიან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი საკითხები წელს ევროკავშირის გაძლიერება და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობაა. კონფერენციის ფარგლებში დისკუსია ასევე შეეხება შეიარაღების კონტროლის საკითხებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ვაჭრობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლო გადაკვეთის წერტილებს, ისევე, როგორც კლიმატის ცვლილების ეფექტსა და ტექნოლოგიური ინოვაციების გავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

მიუნხენის კონფერენციაზე წელს მსოფლიო ლიდერების უპრეცედენტო რაოდენობას ელოდებიან. კონფერენციაში 35-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 50 ქვეყნის საგარეო საქმეთა და 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics