11:15 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 14:12:00, 1273 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციას საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალური გახსნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან, პატრიკ შანაჰანთან გამართავენ შეხვედრას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივ ღონისძიებაში ნატო-ს გაფართოების თემატიკაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი გახსნიან.

კონფერენციის პარალელურად დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ, შვედ და ლატვიელ კოლეგებთან. ღონისძიების მეორე დღეს ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრება. ამავე დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველად მსოფლიოს წამყვანი ფორუმია. ყოველწლიურად კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, სახელმწიფოს ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან და გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics