19:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 11:36:46, 1592 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული ნ.კ. და 2003 წელს დაბადებული მ.ა. ამხილეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები იმავე დღეს დაადგინეს, ამხილეს და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics