|
2015-06-18 11:04:40, 412 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმს ბულგარეთის პრეზიდენტი ესტუმრა
საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვია. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ა.რ. მინისტრთა კაბინეტის წევრები დახვდნენ. დახვედრის ცერემონიის შემდეგ სასტუმრო „ჰილტონში“ მე-12 საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” გაიმართა. „მიუხედავად იმისა რომ თბილისში მძიმე მდგომარეობაა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ჩვენ მოვახერხეთ ამ დიდი ღონისძიების ორგანიზებაბათუმში. ვფიქრობ ნაყოფიერად ჩაივლის და იქნება საინტერესო კონფერენცია. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც მეორედ იმყოფება ბათუმში. მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი რეგიონებს შორისურთიერთობისთვის. პრეზიდენტი დაინტერესებულია აღდგეს საბორნე მიმოსვლა ბულგარეთის ქალაქებსა და ბათუმს შორის. სამომავლოდ ეს საკითხისაქართველოს მთავრობის დონეზე განიხილება, რადგან დიდი პერსპექტივა აქვს. ვისაუბრეთ ტურისტულ გამოცდილებაზე და ამ მიმართულებითთანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე. ბატონი პრეზიდენტი ძალიან უშუალო, კომუნიკაბელური ადამიანია და დიდ პატივს სცემს საქართველოს“- განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ ხაბაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილხაბაძესთან ერთად ბათუმის ძველ ბულვარში გაისეირნებს და ძველი ქალაქის ისტორიას, აჭარის კულტურასა და ტურისტულ-ეკონომიკურ პოტენციალსგაეცნობა. რის შემდეგაც 13:30 საათზე დაესწრება ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიალს. ბულგარეთის პრეზიდენტი საქართველოდან დღესვე ბათუმის აეროპორტიდან გაემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)