2019-02-12 14:53:03, 1526 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს წარმომადგენელი: ალიანსში სკოპიეს გაწევრიანება სიგნალია ყველა ასპირანტისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მადელეინ მუნის განცხადებით, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
როგორც მუნიმ განმარტა, ნატო-მ კიდევ ერთი ახალი წევრი - ჩრდილოეთ მაკედონია მიიღო, ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ ალიანსი წევრები ქვეყნების მიღებას განაგრძობს.
"სკოპიეს გაწევრიანება ნატო-ში ძლიერი სიგნალი და სტიმულია ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამით ნატო ამტკიცებს, რომ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეები და ასპირანტი სახელმწიფოები, მესამე მხარეს კი, ჩარევის უფლება არ აქვს", - ნათქვამია ნატო-ს წარმომადგენლის წერილში, რომელსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.
ავტორი: ,