00:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 12:10:25, 1276 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს.ა. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 28 მაისს, ს.ა. თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კარწახის" გავლით  შემოვიდა და ტანსაცმელში დამალვის გზით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის" შემცველი 26 აბი  და 9 აბის ნატეხი (0,0619 გრ.),   სამ პაკეტად დაფასოებული, 5,4584 გრ. ,,მორფინი" (მარილი), 3,6389 გრ. ,,კოდეინი" (მარილი),1,7287 გრ. ,,თებაინის" შემცველი პლასტიკური მასა და ორ პაკეტად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის", შემცველი კრისტალური ნივთიერება (0,5666 გრ.)

„სამართალდამცველებმა ს.ა. 2018 წლის 28 მაისს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები. ს.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლომ  ს.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics