2015-06-18 09:26:07, 328 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდა
თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დედაქალაქის მასშტაბით პატრულირება მთელი ღამის განმავლობაში განახორციელა.
სააგენტოს ეკიპაჟები კუს ტბის, ვაკის პარკის, ვერის ბაღის, 9 აპრილის ბაღის, მთაწმინდის პარკისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იყვნენ გადანაწილებული. მოქალაქეებისგან შემოსულ ზარებზე რეაგირების მოხდენის მიზნით, თბილისში ორმა ეკიპაჟმა იმოძრავა.
ამ დრომდე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ზოოპარკიდან გადაყვანილი 1 დათვი და 2 ბელი რჩება.
ცნობისთვის, დღემდე სააგენტოში 700-მდე ზარია შესული, საიდანაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა რეაგირება ყველა მათგანზე მოახდინეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან