|
2019-02-10 10:59:10, 721 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - პირდაპირი რეისი ბათუმი-ტალინის მიმართულებით პირველად განხორციელდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა. კერძოდ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ტალინის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ ჩარტერული რეისები 180 ადგილიანი ,,Airbus A320" ტიპის საჰაერო ხომალდით, ავიაკომპანია - "Smartlynx Airlines" მიერ განხორციელდება. თორნიკე როჟვაძე ასევე დაესწრო Tourest 2019-ის ტურისტული გამოფენის დახურვას, სადაც აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ რეგიონს, წინა წელთან შედარებით, 2018 წელს ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. "პირდაპირი ჩარტერული რეისები კიდევ უფრო გაზრდის ევროპელი ტურისტების ნაკადს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. გამოფენა მთავრობის თავმჯდომარემ ესტონეთის ტურიზმის და მოგზაურობის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტთან კულლი კარინგთან, გენერალურ მდივანთან მარიან ლუგუსთან და საქართველოს ელჩთან ესტონეთში - თეა ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა, რომელიც დელეგაციის მთავარი მასპინძელია. თორნიკე რიჟვაძემ ასევე მოინახულა აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის სტენდი, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. Tourest 2019-ის რიგით 28-ე გამოფენას 30 000-მდე ადამიანი სტუმრობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 584 კომპანია 30 ქვეყნიდან და შუქდებოდა 270 მედია საშუალების მიერ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრები. NS
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)