21:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 18:27:56, 1617 ნახვა

სამართალი
სარალიძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შალვა თადუმაძეს საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციებს აწვდიან

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის პროკურორები, რომლებიც ჩემი შვილის საქმეს წარმართავენ, შალვა თადუმაძეს სწორ ინფორმაციას არ აწვდიან“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამშაბათს შედგება შეხვედრა ყველა იმ პროკურორთან, რომელიც მისი შვილის საქმეს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს იძიებს.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის პროკურორები, რომელი პროკუპრორებიც წარმართავენ ჩემი შვილის საქმეს, ან ჩემს საქმეს  არ აწვდიან სწორ ინფორმაციას მთავარი პროკურორს, ეს ხდება სწორედ იმ პროკურორებისგან, ვინც თავიდან იყო ჩართული ამ საქმის გაყალბებაში.  ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შევხვდებით ისევ, კონკრეტულად იმ პროკურორებთან ერთად ვინც წარმართავს ნებისმიერ ამ საქმეს. თადუმაძემ მითხრა, რომ იმ დეტალებს რაზეც მე პრეტენზია მქონდა შეისწავლის თავად და შემდეგ მასთან ერთად მე დავუსვამ კითხვებს პროკურორებს“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics