07:22 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 11:46:40, 1718 ნახვა

ეკონომიკა
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა კომისიამ მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის ცამეტი გუნდი ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე შეარჩია.

კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს, რაც შესაძლებლობას მისცემს გუნდებს, პროექტები განავითარონ და კონკურსის ფინალში დასრულებული სახით წარადგინონ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაზაფხულზე ჩატარდება. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან. წელს კონკურსის პარტნიორია თიბისი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით.

ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინტერესის გამოწვევა და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა (STEM) და ინოვაციების მიმართულებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული პროექტების სია:

1.      აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისთვის; სკოლა აია-ჯესს, თბილისი

2.      ბარნის სმარტ ლაბირინთი; გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა აია-ჯესს, სკოლა   პროგრესი, თბილისი, ქუთაისი

3.      ესკულაპე; სკოლა აია-ჯესს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, თბილისი, სენაკი

4.      Infrared Camera Drone; 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი

5.      მოძრაობის სკანერი; 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი

6.      სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაცია ნანორობოტის საშუალებით; 199-ე საჯარო სკოლა, სკოლა აია-ჯესს, თბილისი

7.      Cyber Guide; 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი

8.      ტრიბოელექტრული ფარდა; 199-ე საჯარო სკოლა, კლასიკური გიმნაზია, IT კოლეჯი, თბილისი

9.      უნივერსალური ავზი; 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი

10.  უსინათლოსთან გარემოს მაადაპტირებელი სისტემა; 22-ე და 25-ე საჯარო სკოლა, ქუთაისი

11.  უცემენტო ბეტონი; ევროპული სკოლა, თელავი

12.  Carქესი; ევროპული სკოლა, თბილისი

13.  Hand-Held Schlierenoscope - მობილური დეტექტორი და რეტრო რეფლექტორული მოზაიკური ეკრანი; აია-ჯესს, თბილისი

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics