22:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 17:55:39, 1418 ნახვა

სამართალი
შსს: პირი რომელმაც ქუჩაში იარაღიდან გაისროლა 400 ლარით დაჯარიმდა

პირი რომელმაც ქუჩაში იარაღიდან გაისროლა 400 ლარით დაჯარიმდა, - ასე პასუხობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გასული წლის 16 ნოემბერს პირმა ქუჩაში გაისროლა, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი ის ყოველგვარი გამოძიებისა და რეაგირების გარეშე გაუშვეს.

უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლის მიხედვით ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაიწყო სამართალწარმოება, რაც დასახლებულ პუნქტებში იარაღიდან სროლას ან დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, პირი რომელმაც გაისროლა თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო.

„2018 წლის 16 დეკემბერს ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთმა მოქალაქემ რეგისტრირებული საკუთარი იარაღიდან გაისროლა, შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადნენ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლის მიხედვით ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაიწყო სამართალწარმოება, რაც დასახლებულ პუნქტებში იარაღიდან სროლას ან დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს.

პოლიციამ სამართალდამრღვევ მოქალაქეს  ოჯახის წევრთან მომხდარი კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე სცნო სამართალდამრღვევად და დააჯარიმა 400 ლარით“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics