|
2019-02-04 17:25:52, 3822 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლას მადურო რომის პაპს: ქრისტეს საქმეს ვემსახურები - გთხოვთ დაგვეხმარეთ
ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ რომის პაპს, ფრანცისკეს თხოვნით მიმართა, ქვეყანაში დიალოგის პროცესის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, - ამის შესახებ Sky TG24 იუწყება. "წერილი გავუგზავნე რომის პაპს და იმედი მაქვს, რომ ის გზაშია ან უკვე ვატიკანში. მას ვუთხარი რომ ქრისტეს საქმეს ვემსახურები. ამიტომ, პანტიფიკოსს ვენესუელაში დიალოგის პროცესის ჩამოყალიბება და განმტკიცებაში დახმარება ვთხოვე. იმედი გვაქვს დადებით პასუხს მივიღებთ", - განაცხადა ნიკოლას მადურომ. აღსანიშნავია, რომ მანამდე ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვენესუელაში სამოქალაქო ომს არ გამორიცხავს და დასძინა, რომ სხვა ქვეყნების ულტიმატუმებს არ დათანხმდება. გარდა ამისა, ვენესუელაში მიმდინარე პროცესებზე ამერიკის შეერთებული სტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ვენესუელაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)