09:42 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 14:17:51, 991 ნახვა

საზოგადოება
საქართველო უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა

5 თებერვალს საერთაშორისო საზოგადოება „უსაფრთხო ინტერნეტის დღეს" აღნიშნავს (Safer Internet Day - SID), რასაც საქართველო წელს პირველად უერთდება.

ამ დღესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს თანაორგანიზებით დაგეგმილია ღონისძიებები სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.  ძირითადი ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „რუმსი თბილისი"-ში, ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, გაკეთდება თემატური პრეზენტაციები.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღის"  აღნიშვნა ხდება  ყოველ თებერვალს "ინსეიფ/ინჰოუპ" (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდებს მიერ. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ღონისძიებაში ჩართულობა ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუწყოს ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და პოზიტიურ ცვლილებებს ციფრულ სამყაროში.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics