2019-02-03 11:44:24, 1520 ნახვა
პოლიტიკა
ლაურა ლინდერმანი - აშშ-სთვის საქართველოს მნიშვნელობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მისი დემოკრატიული განვითარებაა
შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მნიშვნელობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მისი დემოკრატიული განვითარებაა - ამის შესახებ ტლანტიკური საბჭოს უფროსმა მკლევარმა ლაურა ლინდერმანმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველო, რეგიონში და მის მიღმა, დემოკრატიული მახასიათებლებით გამოირჩევა... თუ დემოკრატიის კუთხით უკუსვლა მოხდება, საქართველო ამით დაკარკავს მთავარ კომპონენტს, ის რთულ სამეზობლოშია, უსაფრთხოების კუთხით რთულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იზრდება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, არც თუ ისე დიდია, ამიტომ თუ დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება“, - თქვა "ამერიკის ხმასთან"ლაურა ლინდერმანმა.
ავტორი: ,