07:30 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 21:19:37, 1522 ნახვა

პოლიტიკა
ფარული ჩანაწერის საქმეზე პროკურატურა რვა პირიდან ერთის პატიმრობას ითხოვს

საქალაქო სასამართლო ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული 8 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე მსჯელობს.

რვა პირიდან შვიდის მიმართ პრკურატურა პატიმრობას ითხოვს, ხოლო ერთის მიმართ კი - გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ შვიდმა დაკავებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა პირს გაუგზავნეს.

„ამ შვიდი პირიდან თითოეულმა მათგანმა არაერთ პირზე გაავრცელა აღნიშნული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, ხოლო ამ შვიდი პირიდან ერთ-ერთი არის, რომელმაც Youtube-ზე - საჯარო ინტერნეტსივრცეში ვიდეოპორტალზე, ატვირთა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი. გვაქვს ამ პირის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე Youtube-დან მოპოვებული ინფორმაცია და საკმარისი მტკიცებულებები, რაც აღნიშნული პირის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი გახდა,“ - განაცხადა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.

"რაც შეეხება ვიდეო-მასალას, რომელიც მასთან მოხვდა, მან განაცხადა, რომ ეს ვიდეო მას მესენჯერის საშუალებით გაუგზავნეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა ამის შესახებ რა იყო საერთოდ. მერე გაარკვია და ნახა რაც იყო. რაც შეეხება ატვირთვას, მისი მხრიდან youtube-ზე ან სხვა საშუალებაზე ატვირთვა არ ყოფილა. არც მე არ გადმომცემია ის მასალა, რომელზეც არის საუბარი და რომლის ატვირთვასაც ედავებიან. მე როგორც ვიცი, არა მარტო მე, დაცვის არც ერთ მხარეს არ გადასცემია.  - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics