|
2019-02-02 11:48:34, 1054 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი - ეს მოსამართლეები ყოველთვის უპრინციპო მსახურები იყვნენ
„ჩვენ გინდა, რომ სასამართლოს მომავალი იყოს ბევრად უფრო კარგი და საზოგადოებისთვის მისაღები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველი გუნდის შეხვედროს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მან 26 იანვარს ჩატარებულ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ყოველთვის „უპრინციპო მსახურები“ იყვნენ. „მას შემდეგ რაც ჩვენ შევიკრიბეთ და შევხვდით, ძალიან ბევრი რამ მოხდა. იყო მოსამართლეთა სამარცხვინო კონფერენცია, იყო სამარცხვინო ეთერები მოსამართლეების, რომელთაც კიდევ ერთხელ ანახეს, რამდენად შეუფერებელნი არიან ამ საქმისთვის, რადგან მათი აზროვნება, მათი ლოგიკა ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ადამიანები იყვნენ ყოველთვის მსახურები, მათ არ გააჩნდათ პრინციპები, ისინი ასრულებდნენ დავალებას. სასამართლო ამ ადამიანების ხელში არის რისკის მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოს მომავალი იყოს ბევრად უფრო კარგი და საზოგადოებისთვის მისაღები, იმიტომ, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ მისი უფლებები ოდესღაც იქნება დაცული, თუ ის ოდესმე აღმოჩნდება სასამართლოს წინაშე. ამიტომ დღევანდელი ეს მოცემულობა არის მძიმე სურათი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სალაპარაკო ძალიან ბევრია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარიანტები, რა ვარიანტითაც უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა, ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის საკითხები, რომელიც არის დაკავშირებული იმ კადრებთან“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვება.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)