22:31 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 10:23:01, 1407 ნახვა

სამართალი
თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან საკნოტროლო შესყიდვები განახორციელეს, რის შედეგადაც ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ სავარაუდოდ, პისტოლეტი და 20 ცალი ვაზნა ამოიღო.

„თბილისში 1994 წელს დაბადებული ნ.ა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, 1988 წელს დაბადებული ტ.ა. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დავაკავეთ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა  ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  ფონიჭალაში დააკავეს.

დანაშაული 6-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები  და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ  მიერ უკანონოდ გაყიდული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ნ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია სავარაუდოდ პისტოლეტი და 20 ცალი ვაზნა. ასევე, 8 ცალი მცირე ზომის მინის ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რომლებიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე.

ასევე,  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, ირანის  მოქალაქე ქ.თ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების შედეგად, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირის მიერ უკანონოდ გაყიდული კოდეინის, მორფინის და სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,  მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics