21:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 18:37:57, 1799 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ფარული ჩანაწერები გიორგი გასვიანმა მხოლოდ ნახა, მისი მხრიდან კადრების გავრცელება არ მომხდარა

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის მომღერალი, გიორგი გასვიანის ადკოკატის კახა ხვისტანი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალდებას არ ეთანხმება.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა,  გასვიანს ვიდეო სოციალურ ქსელში გაუგზავნეს და მას აღნიშნული ბოლომდე არც კი უნახავს.

„ამ ბრალდებას დაცვის მხარე ვერ დაეთანხმება. არავითარი ქმედება გიორგი გასვიანს, რაც ამ ბრალის მოცემულობაში შეიძლება ჩაჯდეს, არ განუხორციელებია. საზოგადოებისთვის, რომ იყოს ცნობილი და გასაგები, Facebook-ის მესინჯერის საშუალებით, მას გადაუგზავნეს კადრები, რომელიც მხოლოდ ნახა და გიორგი გასვიანის როლი ამ კადრების ნახვაში გამოიხატა მხოლოდ და მხოლოდ. მას გამოძიება არ ედავება გავრცელებას, შენახვას ედავება, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მისი მხრიდან აღნიშნული მესინჯერის პროგრამიდან მის პირად კომპიუტერში ან სხვაგან ის გადმოწერილი და შენახული არ ყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ სულ 16 პირი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics