|
2019-02-01 17:42:57, 2399 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ევროპასთან 6 ახალი მიმართულება ევროპის სამიზნე ბაზრებიდან მეტი ტურისტის მოზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს
"გუშინ ხელი მოეწერა „ვიზეართან" შეთანხმებას ახალ ფრენებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ქობულიამ აღნიშნა, ავიაკომპანია 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით დაიწყებს რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასთან, დანიის სამეფოსთან და ესტონეთთან საქართველოს აქამდე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ ჰქონია. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას „ვიზეარის" შორის გუშინ, 31 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ავია რეისებიდან გამომდინარე გაიზრდება იმ ქვეყნების გეოგრაფია, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოდიან. „ეს სიახლე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ სამიზნე ბაზრებიდან, საიდანაც ჩამოდიან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტები, რაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტული," - განაცხადა გიორგი ქობულიამ. საქართველოს მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, „ვიზეარმა" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან ზუსტად 8 თვეში, მესამე თვითმფრინავი და 6 ახალი მიმართულება დაამატა. შეიქმნება 30 ზე მეტი სამუშაო ადგილი და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. საქართველოში ოპერირება უნგრულმა ავიაკომპანიამ 2012 წელს დაიწყო. 7-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250 ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)