17:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 14:55:21, 1246 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანის პირადი სივრცე ხელშეუხებელი იყოს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.

ბახტაძის თქმით, ის ადამიანის პირადი სივრცილს ხელყოფას გმობს და აცხადებს, რომ დანაშაულის ყვველა ჩამდენი იქნება დასჯილი. 

„მინდა, გამოვეხმაურო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ამის ნებისმიერ გამოვლინებას. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის უკვე დააკავა 16 პირი. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ყოველთვის ხელშეუხებელი და არ იქნას გამოყენებული ეს მორალური ტერორი მის არც ერთ განზომილებაში“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics