|
2019-02-01 11:42:04, 3610 ნახვა
მსოფლიო
რუსი სენატორი საქართველოს სასარგებლოდ დაკისრებულ ჯარიმაზე: მექანიზმი გვაქვს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩვენთან არ აღსრულდეს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ რუსეთის პარლამეტის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კლიშასმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც კლიშასმა აღნიშნა, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას და გამოვიტანოთ დასკვნა ესადაგება თუ არა ის რუსეთში არსებულ კონსტიტუციას. რუსეთის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები შეიძლება არ აღსრულდეს რუსეთის ტერიტორიაზე. აღვნიშნავ, რომ ჩვენ ეს მექანიზმი რამდენჯერმე უკვე გამოვიყენეთ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა. ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მასოვრივი დეპორტაციის გამო, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)