|
2019-01-31 20:30:18, 1650 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში რამდენიმე ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1958 წელს დაბადებული დ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ა. მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, ისნის რაიონში, 9 ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკეების მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი ადგილზე დააკავეს. „პოლიციამ ავტომანქანებიდან მოხსნილი გვერდითა ხედვის სარკეები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)