|
2019-01-31 10:45:34, 1221 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი: „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ საქართველოს მხარდაჭერის კუთხით გაყოფილი არ ვართ
წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას. განცხადება კონგრესმენმა ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას, "ამერიკის ხმის" რედაქციაში გააკეთა. როგორც კინზინგერმა აღნიშნა, თბილისს ვაშინგტონში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. „ჩვენ თქვენთან ვართ. შეიძლება როდესაც ახალ ამბებს უყურებთ, პოლიტიკური კუთხით შეერთებულ შტატებში ბევრ დაპირისპირებას ხედავთ. თუმცა ჩვენ, "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები", არ ვართ გაყოფილნი საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, მსოფლიოში რუსეთის როლის აღქმის თვალსაზრისით, რაც დადებითი როლი ნამდვილად არ არის. საქართველოს აქ ჰყავს მეგობრები "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის და ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კონგრესმენმა კინზინგერმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)