|
2019-01-30 13:39:44, 2911 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლას მადურო: დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა
ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მტკიცები, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობასა და მაფიას მისი ლიკვიდირების შესახებ განკარგულება მისცა, - ამის შესახებ CBS იუწყება. მადუროს თქმით, თუ მას რამე დაემართება ამის პასუხისმგებლობა ამერიკის პრეზიდენტსა და კოლუმბიას დაეკისრება. ამასთან მაბვე დასძინა, რომ ვენესუელის დაზვერვის კარგი მუშაობის შედეგად, მისი უსაფრთხოება დაცულია. "ეჭვგარეშეა, რომ დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა. თუ რამე მომივა, დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იქნებიან პასუხისმგებელნი", - განაცხადა ნიკოლას მადურომ. შეგახსენებთ, 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ. ამასთან, 29 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)