|
2015-06-17 12:47:58, 316 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ბულგარეთის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბულგარეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. ბულგარელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გაიმართება. პირველი პირები მედიისთვის პრესკონფერენციასაც გამართავენ. ბულგარეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და როსენ პლევნელიევი თბილისში 13-14 ივნისის სტიქიის ადგილსაც მოინახულებენ და დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. ბულგარეთის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი, ხვალ აჭარაში დასრულდება. როსენ პლევნელიევი ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)