11:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 12:08:51, 1006 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ კორუფცია ძალიან გავრცელებულია

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21% მიიჩნევს, რომ კორუფცია საერთოდ არ არის გავრცელებული. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 30%-ის აზრით კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 15%-მა კი, არ იცის.

უფრო კონკრეტულად : გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ კორუფცია "მეტ-ნაკლებად" გავრცელებულია სამინისტროებში, ასევე მეტნაკლებად გავრცელებულია ადგილობრივ თვიმმართველობებში - 39%-ისთვის, სასამართლოში 35%-ისთვის, პოლიტიკურ პარტიებში - 34%-ისთვის. ასევე 34% აცხადებს, რომ კორუფცია "მეტ-ნაკლებად" გავრცელებულია პროკურატურაში; 32% ამბობს, რომ პარლამენტში; 36% ამბობს, რომ საჯარო დაწესებულებებში; 32% კი მიიჩევს, რომ პოლიციაში.

ამასთან, გამოკითხულებს ჰკითხეს თუ "რას გულისხმობს ეს კორუფცია", რაზეც გამოკითხულთა უმეტესობა ნეპოტიზმს ასახელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Axios: გარდაცვალებამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics