|
2019-01-30 08:47:01, 3077 ნახვა
მსოფლიო
Brexit-ის პროცესში შესატან ცვლილებებს ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმების ცვლილებას დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინიციატივამ 16 ხმა მოიპოვა. თემთა პალატაში გადაწყდა, რომ უკვე არსებულ შეთანხმებაში ირლანდიასთან არსებული საზღვრის საკითხის შეცვლას ეცდებიან. მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ევროკავშირი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განმარტებით, "ევროკავშირი არ არის ღია ხელახალი მოლაპარაკებებისთვის". როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, უკვე არსებული შეთანხმება დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საუკეთესო ვარიანტია. როგორც ცნობილია, ბრიტანელი კანონმდებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ირლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის რეგიონის საზღვარი დიდი ბრიტანეთის კომპეტენციაა და იქ ბრექსიტის შემდეგ სასაზღვრო კონტროლი არ უნდა გაჩნდეს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)