2019-01-30 00:49:10, 1402 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ ბოლტონმა საქართველოს ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობა გადაუხადა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობას უხდის.
როგორც ჯონ ბოლტონი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს, პრემიერ ბახტაძეს ტელეფონით ესაუბრა.
"გუშინ ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ [მამუკა] ბახტაძეს, რათა მადლიერება გამომეხატა საქართველოს მიერ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების შესახებ. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება", - წერს ჯონ ბოლტონი.
ავტორი: ,