09:43 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 16:28:37, 2999 ნახვა

მსოფლიო
ჯეკ შეფერდის ბრიტანელ ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფერდის ერთ-ერთ ადვოკატს რიჩარდ იგანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, - ამის შესახებ Sky News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ადვოკატმა ანონიმური წერილი მიიღო, სადაც მას 48 საათი მისცეს, რათა შეფერდის ინტერესების დაცვაზე უარი თქას. გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ მას უთვალთვალებენ და მისი ლიკვიდირება სხვადასხვა ხერხებით, მათ შორის აფეთქებით შეიძლება მოხდეს.

მედიის ცნობით, ანონიმური გზავნილის ავტორმა წერილში სვასტიკა დახატა და წერილი შემდეგი სიტყვებით დაასრულა - "დიდება ჰითლერს! (Heil Hitler).

როგორც Sky News-ი წერს, მუქარის წერილს სკოტლანდ იარდი უკვე სწავლობს. მომხდარ ფაქტს დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. მან მუქარას შემაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა.

მუქარის შემცველი წერილს უკვე სწავლობს სკოტლანდ იარდი. დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა, ადვოკატის მისამართით გახმოვანებულ მუქარას შემაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა.  უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics