12:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 12:52:42, 953 ნახვა

საზოგადოება
ქალთა მოძრაობა - საქართველოში სექსი ქალთა პოლიტიკიდან განდევნის იარაღია

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, ქალის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების გამოაშკარავებით მუქარის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო წლებში აქტიურად მიმდენარეობს პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება.

"ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პატრიარქალური სისტემა და ქალთმოძულე კულტურა ამგვარად სჯის პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა სურს - აშინებს. პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საფრთხე არ ექმნებათ ჰეტეროსექსუალ კაც პოლიტიკოსებს. მათი სექსუალური ცხოვრება არათუ დაგმობილი, არამედ კულტურულად წახალისებული და აღიარებულია. შესაბამისად, სექსი მათთვის არც ბარიერია, არც შანტაჟისა და დაშინების წყარო და არც დისკრედიტაციის საფრთხე, რაც, კიდევ ერთხელ მიუთითებს პატრიარქალურ სისტემაში გაბატონებულ უთანასწორობასა და მასზე მიბმულ ორმაგ მორალურ სტანდარტებზე.

ქალთა მოძრაობა მხარში უდგას და მხარდაჭერას უცხადებს ყველა ქალს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მსხვერპლი გამხდარა. ასეთი შემთხვევები შემაშფოთებლად მატულობს. ქალთა მოძრაობა გმობს მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას.

პირადი და სექსუალური ცხოვრების უფლება ადამიანის უფლებაა. ქალებს, მათ შორის, პოლიტიკოს ქალებს, აქვთ სექსი საქართველოში. სექსი ქალების პოლიტიკიდან განდევნის იარაღი აღარ უნდა იყოს! ქალების პირადი ცხოვრებით მანიპულირება უნდა დასრულდეს!", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics