|
2019-01-29 09:53:09, 2182 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ ვენესუელას სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფარგლებში, კომპანია PDVSA-ის 7 მილიარდი დოლარის აქტივებს ყადაღა დაედება. გარდა ამისა, იმ იურიდიულ პირთა აქტივებიც გაიყინება, ვინც ვენესუელისგან ნავთობის შეძენას შეეცდება. სანქციები ასევე შეეხება ვენესუელის ცენტრალურ ბანკსა და პირებს, რომლებიც ნიკოლას მადუროს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ. შეგახსენებთ, 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)