08:29 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 09:44:20, 405 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც დაღუპულების ხსოვნას უკვდავყოფს

„დედაქალაქში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც დაღუპულების ხსოვნას უკვდავყოფს და გაგვახსენებს, რომ ძალა ერთობაშია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 13 ივნისის ტრაგედიამ საქართველო შეძრა და  მთელი ქვეყანა გააერთიანა.

„სტიქიურმა უბედურებამ ჩვენი თანამოქალაქეების  სიცოცხლე შეიწირა. დღეს ჩვენი ხალხი, ისე როგორც არასდროს ერთიანია. ამ მძიმე დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველა სიძნელეს გადავლახავთ. თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც უკვდავყოფს  დაღუპულების ხსოვნას და გაგვახსენებს, რომ ძალა ერთობაშია. ვფიქრობ, ვერეს ხეობაში და ზოოპარკის ტერიტორიაზე  ასეთი პარკი უნდა გაშენდეს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს  და მთელ საქართველოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics