|
2019-01-26 09:59:57, 3213 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ე.წ. შათდაუნი დროებით შეაჩერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ქვეყნის მთავრობამ დროებით მუშაობა განაახლა. შესაბამის განკარგულებას დონალდ ტრამპმა ხელი თეთრ სახლში, დახურულ კარს მიღმა მოაწერა. განკარგულების თანახმად, მთავრობა 15 თებერვლამდე იმუშავებს და სახელმწიფო მოხელეები ხელფასს მიიღებენ. მანამდე თეთრი სახლის ლიდერსა და კონგრესს შორის შეთანხმება შედგა. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ე.წ. შათდაუნის შეჩერებით, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო და 35 დღე გაგრძელდა, ის უკან არ იხევს და აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის კონგრესისგან ფულს ითხოვს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმ მოქალაქეების გამო მიიღო, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში იძულებით შვებულებაში იყო და ხელფასს არ იღებდა. ტრამპის თქმით, თუ შეთანხმება კედლის დაფინანსებაზე არ შედგება, ის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და კონგრესის გვერდის ავლით კედელს მაინც ააშენებს. ის კონგრესისგან კედლის მშენებლობაზე 5 მილიარდ დოლარს ითხოვს. ტრამპის გადაწყვეტილებით მუშაობას 800 ათასამდე ადამიანი დაუბრუნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)