|
2019-01-23 13:18:42, 973 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ვანდალიზმის ფაქტები ხშირია, ამიტომ ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ იმას, რასაც ჩვენვე ვქმნით
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში (კიკვიძის პარკი) მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები აპარატის დაზიანების ფაქტს ვანდალიზმი უწოდა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქალაქში ვანდალიზმის ფაქტები ხშირია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კამპანიაში- „გაუფრთხილდი ქალაქს“, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. „რამდენიმე ხნის წინქალაქში სპეციალური აპარატები განვათავსეთ, რომლითაც მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაა შესაძლებელი. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა. შეირჩა რამდენიმე ლოკაცია და პირველ ეტაპზე, რადგანაც ეს საპილოტე პროექტი იყო, სამი აპარატი განთავსდა. ერთ-ერთი კი, რომელიც კიკვიძის პარკშიდაიდგა, რამდენიმე დღის წინ დაზიანებული დადამტვრეული დაგვხვდა. ძალიან სამწუხარო და საწყენია, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება.ყველანაირად ვცდილობთ, რომ კეთილი საქმეები ვაკეთოთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის თანხები, რაც მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის იხარჯება, თითოეული ჩვენგანისგან მიღებული შემოსავალია. ამ ყველაფრის აღდგენაზეისევ ჩვენი ფული უნდა დაიხარჯოს. სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ხშირია. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ კამპანია - „გაუფრთხილდი ქალაქს“.მსგავს პროექტებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს,რათა მათ ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, გამგებლებს, საქალაქო სამსახურების უფროსებსა და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს თხოვნით მიმართა, რომ მუდმივად ხალხის სამსახურში იყვნენ. „დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების მხრიდან ინტერესი და თანადგომა ძალიან დიდი იქნება. ჩვენ ერთად უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაგვაჩნია, რასაც ვქმნით და რასაც ვაკეთებთ. მზად ვართ, ვემსახუროთ თბილისს, თბილისელებს, რომ დედაქალაქი გამართული და მოწესრიგებულიიყოს.ჩემი თხოვნა იქნება თითოეული თანამშრომლის მიმართ,ეს ეხება მოადგილეებს, გამგებლებს, სამსახურების უფროსებს, მათ თანამშრომლებს, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა თემის სიმძაფრეს, ელემენტარული საკითხიც კი, რომლითაც მოქალაქე თხოვნით მოგვმართავს, უნდა იყოს განხილული. ყველა მოქალაქეს ყველა თემაზე კონკრეტული, სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი უნდა ჰქონდეს. საზოგადოებამ, უნდა იგრძნოს ის, რომ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი მათ სამსახურშია. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)