|
2019-01-22 15:05:19, 1695 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულები ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღებისთვის და ძარცვისთვის ორჯერ ნასამართლევი ბ.ლ. და ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ჩ. ქ.თბილისში, ა.ლ.-ს და ს.ლ.-ს საცხოვრებელ სახლში დანით თავს დაესხნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვეს, რის შემდეგ დაზარალებულებზე ფიზიკურად იძალადეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.ლ.-ს კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ბ.ლ.-მ და ზ.ჩ.-მ საგამოძიებო ორგანოს არ მისცეს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ნიმუშების აღების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იცნობდნენ სასამართლოს ამ განჩინების შინაარსს, რითიც სამართალდამცველებს განზრახ შეუშალეს ხელი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაში. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის მიერ ზ.ჩ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით) და სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლა), ხოლო ბ.ლ.-ს ბრალი წარედგინა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის) და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ზ.ჩ-ს 10 წლით, ხოლო ბ.ლ.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)