05:45 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 14:57:44, 1421 ნახვა

პოლიტიკა
„ცხინვალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა“ - ელისაშვილის თქმით, საქართველომ რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა გააგზავნოს

 

„ცხინვალში, სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი უკვე დგას და სასურსათო და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე“, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა გააგზავნოს.

პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს კრიზისის მოგვარებაზე ცხინვალის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელონ.

„ცხინვალში, სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი უკვე დგას და სასურსათო და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არის ცხინვალი და ეს კატასტროფა შეიძლება დღე დღეზე იყოს. ბავშვთა საკვები არის გათავებული, მედიკამენტები თითქმის აღარ არის საავადმყოფოებში, მათ შორის სამშობიაროებშიც. მე მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, რომ გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათ შორის და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყოს კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და ჩვენ გამოვძებნოთ რესურსები, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შევიტანოთ ჩვენი მხრიდან ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics